ჰერჩინსკი: არ გვინდა, რომ შეზღუდვა მოსახლეობაზე იყოს ორიენტირებული

09-05-2025 15:59:40 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან სანქციების მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებიც ამას ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ძალადობას ნებისმიერი ფორმით. ის, რაც ვნახეთ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, მიუღებელია! ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე. სანქციების მიღებას ამ ეტაზე ერთსულოვნება სჭირდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეროვნული სანქციების დაწესება და მათი რიცხვი იზრდება. ვფიქრობ, პოლონეთი იყო ბოლო, რომელიც ორი კვირის წინ ეროვნული სანქციებით შემოიფარგლებოდა და ჩემი უფროსები ბრიუსელში გააგრძელებენ მცდელობას, რომ სანქციები შეთანხმებული იყოს ევროკავშირის 27 წევრის დონეზე. [...]

ახლა წევრი სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საზღვრებზე ახორციელებენ ამ ერთობლივ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე.

რატომ ვაკეთებთ ამას? რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ბოლო 1 წლის განმავლობაში? ის საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან კი არ აახლოვებდა, არამედ ევროკავშირის წევრობისგან დააშორა.

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს [შეზღუდვა] მოსახლეობაზე იყოს ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში, მაგრამ მათ, ვინც წარმოადგენენ სახელმწიფოს, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე",- თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები