Accentnews.ge
ლუკაშენკომ ყაველაშვილს გამარჯვების დღე მიულოცა

ლუკაშენკომ ყაველაშვილს გამარჯვების დღე მიულოცა

09/05/2025 07:31:23 პოლიტიკა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა უცხოელ ლიდერებს. მილოცვა მან ასევე გაუგზავნა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსაც.

მისი თქმით, 9 მაისი „ყველა იმ ადამიანის უბადლო გამბედაობისა და სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც ფრონტზე იბრძოდა ფაშიზმთან და ზურგში იღვწოდა მშობლიური მიწის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“.

„ბელარუსებმა და ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი საერთო სამშობლოს ყავისფერი ჭირისგან განთავისუფლებაში. მინსკი პატივს მიაგებს სერგო ჭიღლაძისა და მირზა გელოვანის ხსოვნას, რომლებმაც უკვდავი გმირობა ჩაიდინეს ბელარუსისთვის ბრძოლებში და ჩვენთვის საქართველოს მამაცი შვილების სამხედრო სიმამაცის განსახიერებად იქცნენ. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული გმირებისადმი უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა კვლავაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა მან.

ლუკაშენკომ მილოცვა გაუგზავნა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), საქართველოს, სლოვაკეთის ლიდერებს, ასევე უკრაინელ და მოლდოველ ხალხს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების, ისრაელის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S