
გიორგი შინჯიკაშვილი: "ვტოვებ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით"
12/05/2025 10:18:37 პოლიტიკა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობას "პირადი გადაწყვეტილებით" ტოვებს.
"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში", - წერს გიორგი შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 2024 წლის ივნისში რამდენიმე ტელევიზიამ („მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“) წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას, სცემეს. „წყაროს ინფორმაციით, გიორგი შინჯიკაშვილმა ქვეყანა ხარებას ცემის შემდეგ რამდენიმე საათში დატოვა“, - აცხადებდა „მთავარი არხი“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021