Accentnews.ge
პაპუაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები პოლიტიკური კონტექსტის მძევლებია

პაპუაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები პოლიტიკური კონტექსტის მძევლებია

12/05/2025 12:53:51 პოლიტიკა

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უნგრეთს სტუმრობს. ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ წარმოადგენს „ხელისუფლებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის ყველაზე მეტი გააკეთა".

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო „ერთგულად რჩება ევროკავშირში გაწევრიანების კურსის მიმართ“.

მან ასევე გააკრიტიკა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ე.წ. „ვეტინგი“, რომელიც ადრე იყო შემოთავაზებული საქართველოსთვის.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ „დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები რეგიონში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონტექსტის მძევალია და მრავალი ფაქტორითაა განპირობებული“.

“ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირს აწევს. ევროპაში ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოს მიმართ მავნე მოლოდინები ჰქონდათ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში ისე, რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. მეორეს მხრივ, ევროპაში არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს მიხეილ სააკაშვილის მფარველობს და ცდილობს არა მხოლოდ დაიხსნას ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოიყვანოს.

აი, ეს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S