
სსს-მა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძეიბა დაიწყო
12/05/2025 14:50:52 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ტვ პირველის" ჟურნალისტ მარიამ მაკასარიშვილისა და მის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან 2 წლამდე.
მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, მას და ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამამ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021