თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

12-05-2025 19:15:38 სამართალი

თურქეთში საქართველოს მიერ ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიას ცნობით, დაკავებული ე.წ. "კანონიერი ქურდი" ბ.პ კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვის იძებნებოდა და ძირითადად რუსეთში ოპერირებდა. ის ანტალიაში აიყვანეს.

ამ ოპერაციის ფარგლებში რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც დააკავაეს, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები