
ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა
13/05/2025 11:48:42 პოლიტიკა
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა. იგი გადადგომის მიზეზს არ ასახელებს და ამბობს, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის ერთგულ წევრად.
„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
ჩიქოვანი ბათუმის მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2020 – 2021 წლებში კი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. რაც შეეხება წარსულ სამუშაო გამოცდილებას, ჩიქოვანი 2004-2005 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანაშემწე იყო, 2005 – 2006 წლებში აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021