
სომხეთში საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს
13/05/2025 12:24:46 პოლიტიკა, ეკონომიკა
კონიაკის მწარმოებლებისა და ტვირთების გადამზიდავების ჯგუფმა სომხეთში, საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა.
მათ მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, რატომ მოწმდებოდა საქართველოში, ტრანზიტულ ქვეყანაში, ძირითადად რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტისთვის განკუთვნილი მათი ალკოჰოლური პროდუქცია - კონიაკი, რაც მიწოდებას აყოვნებს.
აქციის მონაწილეების თქმით, კონიაკის სომეხ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს საქართველოს საელჩო დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას თბილისის ოფიციალური პოზიციის თაობაზე. თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მეწარმეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021