
პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია
13/05/2025 13:22:00 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა. თბილისის პროკურორის პოსტს გიორგი გვარაკიძე დაიკავებს.
თბილისის პროკურორი ლევან გეგეჭკორი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
რაც შეეხება მალხაზ კაპანაძეს რომელსაც აქამდე აღნიშნული თანამდებობა ჰქონდა დაკავებული, ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.
უწყების ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშნულ ზურაბ ბელთაძეს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.
თბილისის პროკურორად დანიშნული გიორგი გვარაკიძე აქამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021