Accentnews.ge
"ქართულმა ოცნებამ" პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღო

"ქართულმა ოცნებამ" პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღო

13/05/2025 14:14:57 პოლიტიკა

სადავო პარლამენტში დღეს, 13 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

შედეგად ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში.

მიღებული ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამასთან, პარლამენტში თავდაპირველად ინიციირებული პროექტით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი - 14 დღეს.

განხილვის პროცესში ვადასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა და კანონის პროექტის საბოლოო რედაქციით, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს.

ცვლილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.

"ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ამ ცვლილებების ფონია პარტიის სურვილი, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „კოლექტიურ ნაც. მოძრაობას“ უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S