Accentnews.ge
პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ კვლავ გამოცხადდა

პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ კვლავ გამოცხადდა

14/05/2025 06:28:15 პოლიტიკა

პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ კვლავ გამოცხადდა.

პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა”.

მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღევანდელ სხდომაზე უნდა წარსდგეს მოხსენებით: „პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე”.

„უსაფრთხოების ყვითელი დონის” გამოცხადების მიზნად დასახელებულია „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.

პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები”. ასევე, „შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე”.

„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.

შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს(გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S