
ქობულეთის მერი თანამდებობიდან გადადგა
14/05/2025 09:24:25 პოლიტიკა
ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. ლევან ზოიძემ, თორნიკე რიჟვაძისა და არჩილ ჩიქოვანის მსგავსად, პოსტის დატოვებაზე ინფორმაცია ფეისბუკპოსტით გაავრცელა, თუმცა მიზეზები არ განმარტა.
"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.
ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.
მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ქართულ ოცნებას" და რა თქმა უნდა ვრჩები, ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ზოიძე.
ლევან ზოიძე ქობულეთის მერად არჩევამდე იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში მუშაობდა. 2019-2020 წლებში იყო ქობულეთის მერის პირველი მოადგილე. სანამ ლევან ზოიძე პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებდა, მამამისი, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან", მისი და კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
13 მაისს ბათუმის მერი გადადგა, 4 აპრილს კი აჭარის მთავრობის მეთაურმა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა დატოვეს პოზიციები.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021