Accentnews.ge
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

14/05/2025 10:50:41 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა, რომელზეც პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ, გირაოს გადაუხდელობისთვის, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.

საუბარია დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მას 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

„გირაოს არ გადავიხდი. ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S