
„იმედის“ თანამშრომელზე ძალადობის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული
14/05/2025 11:00:08 სამართალი
ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლის, 24 წლის შაკო ნათენაძის ცემის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
როგორც სოციალურ ქსელში ნათენაძის ახლობლებმა დაწერეს, მას უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შაკო ნათენაძე მიყენებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში 10 მაისს გარდაიცვალა.