
კონგრესმენი უილსონი: პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წაყენება უხამსობაა
14/05/2025 15:58:51 პოლიტიკა
"თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ოქტომბერში ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ: ყოველდღიურად გაავრცელა ანტიამერიკულ პროპაგანდას; დაადანაშაულა პრეზიდენტი ტრამპი კორუფციაში; ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააძევა; ირანის ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გაამყარა; აკრძალა ოპოზიცია; იძალადა და დააპატიმრა უდანაშაულო ხალხი.
პრეზიდენტ ტრამპს წამოუყენო მოთხოვნები, უხამსობა, თავხედობაა",- წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მან დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021