
საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა
16/05/2025 06:25:10 საზოგადოება
საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.
საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ შენგელიამ, რომლის გამოსვლისას ანსამბლ „ერისიონის“ ოთხმა წევრმა „ხორუმი“ თეთრი დროშებით შეასრულა, ქართულ-ინგლისური სიმღერა სახელწოდებით "Freedom" იმღერა.
კონკურსის წესების თანახმად, ფინალში გადასვლას წყვეტს მაყურებელი და არა ჟიური.
საქართველოს წარდგენილი სიმღერის კომპოზიტორია ქეთი გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.