პუტინმა აფხაზებსა და ოსებს რუსეთს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივა
17/05/2025 11:13:16 კონფლიქტები
სანამ "ოცნების" სადავო ხელისუფლება ცდილობს, დააჯეროს ამომრჩეველს, თითქოს მისი "პრაგმატული პოლიტიკის შედეგად" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა "ნებისმიერ წუთსაა შესაძლებელი", რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისი ქვეყნის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "მოქალაქეებს" რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს.
17 მაისს პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქალაქეობის მქონე პირებს შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში შეეძლებათ, რუსეთის მოქალაქეობა სტანდარტული პროცედურის გვერდის ავლით, კერძოდ, რუსეთში მუდმივი ცხოვრების, რუსული ენისა და ისტორიის ცოდნის გამოცდით დადასტურების სავალდებულო პირობების შესრულების გარეშე, გამარტივებულად მიიღონ.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეობის მიღება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს ამიერიდან ადგილზე - სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოებში შეეძლებათ.
მეორე - რუსული მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების "თხოვნით" მიმდინარე წლის მარტში პუტინს აფხაზეთის ახალმა დე-ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ მიმართა. სასპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ შესაბამისი პროგრამის რეალიზება გაგრძელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ორი რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობას - (შესაბამისად, 70% და 90-95%-ს) რუსეთის მოქალაქეობა უკვე გააჩნია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021