
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
19/05/2025 19:34:26 პოლიტიკა, სამართალი
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს, დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, - იუწყება რუსული მედია ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით.
ამბაკო სოზიაშვილს „დაქირავებული მებრძოლის სტატუსით რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას" ედავებიან.
"ქართველი მებრძოლი 2022 წლის მარტიდან 2025 წლის თებერვლის პერიოდში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა. წვრთნების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, რისთვისაც 2.8 მილიონ რუბლზე მეტი გადაეცა“, - აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021