Accentnews.ge
ყაველაშვილი: რომის პაპს შევხვდი და საქართველოში მოვიწვიე

ყაველაშვილი: რომის პაპს შევხვდი და საქართველოში მოვიწვიე

19/05/2025 19:35:57 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრისას იგი საქართველოში მოიწვია.

"მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ მივულოცე კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა.შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.რომის პაპს ასევე მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.შეხვედრის დასასრულს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე", - წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია ვატიკანში გაიმართა. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.

ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახების წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.

კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S