Accentnews.ge
მედია: ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სატვირთო მატარებელი გამოემგზავრება

მედია: ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სატვირთო მატარებელი გამოემგზავრება

29/05/2025 12:35:00 პოლიტიკა, ეკონომიკა

ჩინეთის ქალაქ უჰანიდან (ჰუბეის პროვინცია) საქართველოს მიმართულებით შაბათს სატვირთო მატარებელი დაიძვრება, – იუწყება ჩინური მედია.  მისივე ცნობით, საუბარია ახალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე.

როგორც ჩინური მედია იტყობინება, მატარებელს 2 მლ აშშ დოლარის ღირებულების ტვირთი, მათ შორის მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო მანქანები და სამშენებლო მასალები მოაქვს.

საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა - ზღვა - რკინიგზა“, მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 18 დღეა.

შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს პორტში ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა.

ამჟამად, ჩინეთ-ევროპის საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სექტორი 58 ტრასნსასაზღვო მარშრუტს მოიცავს, რომლებიც უჰანს ევრაზიის კონტინენტის 40 ქვეყნის 120 ქალაქთან აკავშირებს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S