Accentnews.ge
მოსკოვი აფხაზური ე.წ. საარჩევნო პროცესის მონაწილეებს „არასაჭირო ემოციებისგან“ თავის არიდებისკენ მოუწოდებს

მოსკოვი აფხაზური ე.წ. საარჩევნო პროცესის მონაწილეებს „არასაჭირო ემოციებისგან“ თავის არიდებისკენ მოუწოდებს

05/03/2020 15:30:39 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აფხაზური ე.წ. საარჩევნო პროცესის მონაწილეებს „არასაჭირო ემოციებისგან“ თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთში შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, მათ შორის 22 მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ არასაჭირო ემოციებს და კანონიერების ფარგლებში, დემოკრატიული პროცედურების დაცვით იმოქმედონ. რუსეთი მეგობარ აფხაზეთში სტაბილურობით და უსაფრთხოებით არის დაინტერესებული. მოსკოვი ერთეული რჩება მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და აგრძელებს რესპუბლიკისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევას. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ასლან ბჟანიას განმეორებითი ავადმყოფობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კრასნოდარში რუსი ექიმები მას ყველა აუცილებელ დახმარებას უწევენ. ასლან გიორგის ძეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მისი დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ ოფიციალური ცნობები აფხაზი პარტნიორებისთვის უკვე მიწოდებულია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

• აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეუძლოდ 2 მარტს გახდა და იგი სასწრაფოდ სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი კრასნოდარში გადასაყვანად მედიკამენტოზური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს. 3 მარტს, დილით, უკვე კრასნოდარის საავადმყოფოში იგი კომიდან გამოვიდა. 3 მარტს სოხუმში ბჟანიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას გადადგომას მოითხოვეს.

• აფხაზური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი ხელმეორედ მოწამლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S