
სალომე ზურაბიშვილი:საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა - მათი შეჩერების დროა!
29/05/2025 21:53:00 პოლიტიკა
საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი შეჩერების დროა.
„ტერორი, საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა რამე სამართლებრივი პროცესის გარეშე. ბატონი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ეს ოპერაცია განხორციელებულ იქნა “საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავის გამოყენებით! მათი შეჩერების დროა!” - წერს ზურაბიშვილი.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება.
“ტერორი საქართველოში. მმართველი პარტიის კიდევ ერთი “ბოლშევიკური” ნაბიჯი: ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, ინფორმაცია მიაწოდონ “ნორმების დარღვევაზე”... და იძიებს მხოლოდ ოპოზიციის წევრებს, მაგრამ არც ერთ საჯარო კორუფციულ სკანდალს, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული…“, - აცხადებს ზურაბიშვილი.