
"სენატორმა მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან"
30/05/2025 14:06:00 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ X-ზე ინფორმაციას ავრცელებს.
„სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.
სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.