Accentnews.ge
ზურაბიშვილი: შვედეთის მთავრობამ SIDA-სა და მთავრობისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ზურაბიშვილი: შვედეთის მთავრობამ SIDA-სა და მთავრობისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

03/06/2025 14:47:00 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე შვედეთის პრემიერის წერილი წაიკითხა, რომელშიც ზურაბიშვილის თქმით, წერია, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.

„მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და რომ ეს არ შეეფერება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ.
პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტო Sida-ს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული გზის მხარდამჭერი, რომ დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაო.
ჩვენ, როგორც სხვა ევროპის ქვეყნები გავაგრძელებთ საქართველოს მდგომარეობის მკაფიო დაკვირვებასო. ვრჩებით, როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის, მისი ევროპული გზის და დემოკრატიული განვითარების და ველოდებით, რომ საქართელოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რომ დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობაო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2024 წლის 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო Sida საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S