Accentnews.ge
გაერო–ში, დახურულ სხდომაზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა საქართველოზე ისაუბრეს

გაერო–ში, დახურულ სხდომაზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა საქართველოზე ისაუბრეს

06/03/2020 05:32:02 პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების შესახებ ისაუბრეს. როგორც ამერიკული მედია წერს, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დროს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიბერთავდასხმის საკითხი პირველად განიხილეს.

როგორც გაერო-ში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სვენ იურგენსონმა განაცხადა, "ნათელია, ვინ განახორციელა ჰაკერული თავდასხმები":.

„კარგად ვხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა განახორციელა ჰაკერული თავდასხმები, რათა ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების დაზიანება გამოეწვია. ეს ჰაკერული თავდასხმები რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილია“.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიბერთავდასხმების საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს.

ცნობისთვის: გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის უკან გამოძიებას რუსეთის კვალი გამოკვეთა. დასავლურმა სამყარომ რუსეთის ქმედება დაგმო, საქართველოს კი კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით დახმარება აღუთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S