
ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
04/06/2025 18:51:00 პოლიტიკა, სამართალი
პარლამენტის დროებითი ე.წ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ალბი კორძაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 10 - დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.