Accentnews.ge
კობახიძე ჩინეთს მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის უზრუნველმყოფელად წარმოაჩენს, პეკინის ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს

კობახიძე ჩინეთს მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის უზრუნველმყოფელად წარმოაჩენს, პეკინის ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს

05/06/2025 11:55:00 პოლიტიკა

„უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს [ჩინეთის] განსაკუთრებული როლი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში“ — ამის შესახებ დღეს საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

რეალურად ჩინეთი არ არის მშვიდობის განმტკიცების სიმბოლო — პირიქით, ის ხელს უწყობს რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებას:

 – აკრძალული ტექნოლოგიებისა და მასალების მიწოდებით რუსეთისთვის

 – დოკუმენტირებული იყო ჩინელი მებრძოლების მონაწილეობა უკრაინის ომში რუსეთის მხარეს — მათ შორის, ტყვეების სახით.

 – ეხმარება მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში

ჩინეთი ავტორიტარიზმის ტექნოლოგიურ ექსპორტს ახორციელებს:

 – ციფრული სისტემების მიყიდვა არაერთი ავტორიტარული რეჟიმისთის;

 – აღიარებულია როგორც „ციფრული ტოტალიტარიზმის“ მთავარი ექსპორტიორი

 სამხედრო აგრესიის მაგალითები:

 – 2020–2023: შეიარაღებული შეტაკებები ინდოეთთან ჰიმალაის ზონაში

 – მასშტაბური სამხედრო წვრთნები და მუქარები ტაივანის წინააღმდეგ

 – ძალის დემონსტრაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

 – 2023 წელს პენტაგონის ანგარიშში აღნიშნულია ჩინეთის მზარდი აგრესია სამხედრო თვალსაზრისით რეგიონში და გლობალურად.

შესაბამისად, ჩინეთის საერთაშორისო ქმედებები არა თუ უზრუნველყოფს მშვიდობას, არამედ ზრდის სამხედრო დაძაბულობას და ხელს უწყობს ავტორიტარიზმის გლობალურ განმტკიცებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S