Accentnews.ge
დმიტრი ოლისოვი: რუსეთი საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის იმუშავებს

დმიტრი ოლისოვი: რუსეთი საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის იმუშავებს

06/06/2025 14:18:00 პოლიტიკა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის განცხადებით, სექცია გააგრძელებს მუშაობას „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“.

„რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო თავისუფალი წვდომის გარანტიების შექმნა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესების სექცია, მთელი მისი შემადგენლობა, გააგრძელებს მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციაში გაიმართა.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ენაზეა დაწერილი მრავალი ნაწარმოები ცნობილი ქართველი მწერლებისა, რომლებიც „არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ რუსულად აზროვნებდნენ კიდეც“, - იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსი".

ოლისოვმა რუსულ ენას უწოდა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ერთიანობის ენა, საზღვარგარეთ რუსული დიასპორის კულტურული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი და ერთაშორის კომუნიკაციის საშუალება“.

რუსული ენის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 6 ივნისს, პუშკინის დაბადების დღეს.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ოლისოვი მიმდინარე კვირაში დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე დმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S