 
                        მედია: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
09/06/2025 10:12:00 სამართალი
Geo Team-ის ინფორმაციით, კანში დასვენების დროს ფეხბურთელების ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს.
გამოცემა წერს, რომ წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულები, ჩანთები და საათები.
"როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა" - წერს გამოცემა. 
                        


 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		