Accentnews.ge
რუსი ჟურნალისტი: "ოცნებამ" რუსეთს გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ჩეჩენი ქილერი გადასცა

რუსი ჟურნალისტი: "ოცნებამ" რუსეთს გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ჩეჩენი ქილერი გადასცა

10/06/2025 12:36:00 პოლიტიკა

რუსი ჟურნალისტი იური იზოტოვი რომელსაც საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული, წერს, რომ საქართველომ რუსეთს გადასცა "კადიროველი ქილერი", რომელსაც "მთავარი არხის" (იმხანად - რუსთავი2-ის) ჟურნალისტი გიორგი გაბუნია უნდა მოეკლაპრეზიდენტ პუტინზე უცენზურო გამონათქვამების გამო.

იზოტოვის ვარაუდით, ოცნებამ "გამიზნულად დააბრუნა სამშობლოში აგენტი - ქილერი, რომელიც გროზნოს დავალებით საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმას ამზადებდა". 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში იზოტოვი შეახსენებს მკითხველს, რომ 2020 წელს, საქართველოში ცხოვრებისა და გამოცემა «Грани.Ру»-სთან თანამშრომლობისას მან ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება მაგომედ გუციევზე - "ჩეჩენ რეციდივისტზე, რომელიც საქართველოში ცნობილ ტელეჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ თვალთვალისა და შემდგომი მკვლელობის მიზნით მიავლინეს". 

 როგორც იზოტოვი აღნიშნავს, გუციევი საქართველოში რამდენჯერმე შემოვიდა ვითომდა ინგუშეთის მკვიდრის ყალბი საბუთებით, 2020 წლის ივნისში იგი ქართულმა უშიშროებამ დააკავა, 2021 წლის თებერვალში კი გუციევს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

"არაოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, რომ გუციევის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ქართულ სპეცსამსახურებს უკრაინელმა ძალოვანებმა მიაწოდეს.  გუციევის ერთ-ერთი ნაცნობი ყვებოდა, რომ აგენტ - ქილერს კავშირი ჰქონდა კაზბეკ დუკუზოვთან - ჟურნალისტ პოლ ხლებნიკოვის მკვლელთან. ჟურნალისტური გამოძიებისას ასევე გავარკვიე გუციევის შესახებ დამატებითი საინტერესო დეტალები - მაგალითად, რომ 2008 წლიდან იგი ფედერალურ ძებნაშია სხვა დანაშაულისთვის - ჩადენილი მკვლელობისთვის, არადა, 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში მუშაობდა" - წერს იზოტოვი. 

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს, გუციევის დაკავებიდან მალევე რუსეთის ხელისუფლებამ იგი საქართველოში საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, ხოლო სადღეისოდ მისი ძებნა შეწყვეტილია: მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია 2024 წლის 26 აგვისტოს განჩინება მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების შესახებ და განმარტება იმის თაოვაზე, რომ გუციევი იმავე წლის პირველ აგვისტოს იქნა დაკავებული. 

"ისინი ასე ხშირად იქცევიან სხვადასხვა ქვეყნებიდან საკუთარი აგენტების დასახსნელად - ამ ტრიუკს "პარალელურ ექსტრადიციას" უწოდებენ. მე დროდადრო ვინტერესდები ჩემი ძველი ჟურნალისტური გამოძიებების პერსონაჟების ბედით და ამჯერად გუციევის შემთხვევით დავინტერესდი, მით უფრო, რომ ქართული სასამართლოს მიერ მისთვის მისჯილი 4 წელი ცოტა ხნის წინ ამოიწურა.  გადავამოწმე ხელმისაწვდომ რუსულ ბაზებში და აღმოვაჩინე საკმაოდ საინტერესო დეტალები: პირველ რიგში, რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, მისი ძებნა შეწყვეტილი აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ქართველებმა გუციევი ან რუსებს გადასცეს, ან მან თავად გააღწია საქართველოდან. მეორე: მოსკოვის საქალაქო სასამართლოს საიტზე აღმოვაჩინე 2024 წლის 26 აგვისტოს დადგენილება მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების შესახებ და თუ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, რუსმა სამართალდამცველებმა იგი იმავე წლის პირველ აგვისტოს დააკავეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების დიდი გაცვლა შედგა. დამთხვევაა? და გუციევს პატიმრობის ვადა 2024 წლის 13 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც სხვა რამაა: ეს ვადა დიდი ხანია, ამოიწურა, მაგრამ მოსკოვის სასამართლოების ვებ-გვერდებზე გუციევისთვის პატიმრობის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ მონაცემები აღარ მოიპოვება. ანუ, მაღალი ალბათობით, იგი უხმაუროდ გაათავისუფლეს" - წერს იზოტოვი და იქვე აკეთებს დასკვნას. 

"როგორც ჩანს, საქართველოს მმართველმა ძალამ სრულიად გააზრებულად დააბრუნა სამშობლოში აგენტი - ქილერი, რომელიც გროზნოს დავალებით საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა. ეს მკვლელი ამჟამად თავისუფალია და ღმერთმა იცის, ვინ რაში გამოიყენებს მას სამომავლოდ". 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საღამოს ეთერში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართა და ამ დროს მათ შრის, უცენზურო გამონათქვამები გამოიყენა.  ამის შემდეგ გაბუნია იღებდა მუქარებს. ამას მოჰყვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის განცხადება, რომ გაბუნია "არც კავკასიელია, არც კაცი და არც მთიელი". 

"მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდა ღრმა პსტივს სცემს ვლადიმირ პუტინს. გაბუნიასნაირები შვიდ კლიტულში უნდა გამოკეტო, რადგან ამ მილიონობით ახალგაზრდა ადამიანიდან ნებისმიერი, ვინც მას გადაეყრება, გაბუნიას იმას უზამს, რაც მან დაიმსახურა" - დაწერა მაშინ კადიროვმა თავის ტელეგრამ არხში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S