Accentnews.ge
ჟორჟოლიანი: ხვალ დამიბარეს სასამართლოში, Facebook-სტატუსის გამო მარიამ ლაშხი მიჩივის

ჟორჟოლიანი: ხვალ დამიბარეს სასამართლოში, Facebook-სტატუსის გამო მარიამ ლაშხი მიჩივის

11/06/2025 20:07:00 სამართალი

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში დაიბარეს.

ნანუკა ჟორჟოლიანს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის. 

სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

"ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო სადაც მას მონა ვუწოდე:))

Mariam Lashkhi -მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.

მოსამართლეა ნინო ენუქიძე. პროცესი 15:00", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S