
ჰერჩინსკი: ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია
12/06/2025 11:51:00 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი განმარტავს, რომ არაერთი თვეა, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, რა უნდა იყოს ევროკავშირის სათანადო პასუხი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ დისკუსიებში "კიდევ ერთი მოსაზრებაა". პაველ ჰერჩინკის თქმით, ამ დრომდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეცვლის მოწინააღმდეგეა, რადგან ეს არა იმდენად ხელისუფლებას, რამდენადაც მოქალაქეებს შეუქმნის პრობლემებს.
„ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისა და კანონმდებლობისთვის, რომლებიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, - თქვა ჰერჩინსკიმ.