Accentnews.ge
გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათთან ერთად დონორების პასუხისმგებლობაც არის

გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათთან ერთად დონორების პასუხისმგებლობაც არის

12/06/2025 12:08:00 პოლიტიკა

ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და პირველ რიგში, თავი გააკონტროლონ! - დაიმახსოვრონ, რომ ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას გამოეხმაურა.

გორდულაძემ ამ კონტექსტში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოებიც გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, „გარედან დაფინანსებული, პირდაპირ დავალებამიღებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დონორების პასუხისმგებლობაც არის“.

"გარედან დაფინანსებული, პირდაპირ დავალებამიღებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დონორების პასუხისმგებლობაც არის, რომელთაც ამ პასუხისმგებლობის აღება საერთოდ არ უნდათ. ხშირად წამქეზებლები უფრო არიან! ვერც ერთ დონორს, ვერც ერთ საელჩოს წარმომადგენელს, ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი ასოებით ადამიანის უფლებების დაცვა რომ უწერიათ წესდებებში, ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ. არად დაგიდებენ არც ბავშვის, არც ქალის და არაც მამაკაცის უფლებებს, მაგრამ სხვა ადამიანების შეურაცხყოფებით კი არიან კარგად გამორჩეულები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S