Accentnews.ge
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

16/06/2025 13:57:07 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაით ტოლკესი სადავო ლეგიტიმაციის მქონე  საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ესწრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S