Accentnews.ge
კალაძე 120/30-ზე საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს

კალაძე 120/30-ზე საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს

06/03/2020 11:08:51 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციის მიერ გაჟღერებული 120/30-ზე სისტემის მომხრეა.

„საარჩევნო სისტემაზე საუბარი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. უახლოეს მომავალში ოპოზიციასთან კიდევ უნდა გაიმართოს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, გარკვეული კონსენსუსი შედგება. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება. მომხრე ვარ 120/30-ზეც და მომხრე ვიყავი პროპორციული საარჩევნო სისტემისაც”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: კახა კალაძემ 22 იანვარს განაცხადა, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნები არათუ 2020 წელს, არამედ 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს, რასაც დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ ორი კვირის წინ აღნიშნა, თავად პროპორციული სისტემის მხარდამჭერი იყო, თუმცა აზრი შეიცვალა “დღევანდელი მდგომარეობისა” და “ქვეყნის ინტერესებიდან” გამომდინარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S