
ისრაელში საქართველოს საელჩო: დღეს იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, საელჩოს შენობა არ დაზიანებულა
19/06/2025 12:06:00 პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ დღეს, 19 ივნისს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, თუმცა საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/
https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206. israel.mfa.gov.ge“,- ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას 13 ივნისიდან აწარმოებს და მთავარ მიზნად ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და დასრულება აქვს გამოცხადებული. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლია ორივე მხარეს.