
ლუაზო: „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს
20/06/2025 08:04:00 პოლიტიკა
ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ეხმიანება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” "პოსტს", რომელშიც აღნიშნულია, რომ “ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ” ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის მისაღებად და სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა დაუმტკიცა".
"ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს”, - წერს ლუაზო სოციალურ ქსელში.