
კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე: "საქართველოში ვითარება უარესდება და ამიტომ, კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს"
23/06/2025 13:00:00 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც მან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხდა, იგი დღევანდელ სხდომაზეც დააყენებს სანქციების დაწესების საკითხს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "ძალადობას ახორციელებს და ადამიანის უფლებებს არღვევს".
"დღეს ჩვენ, მათ შორის საქართველოს საკითხს განვიხილავთ. ქვეყანაში ვითარება უარესდება და ამიტომ, კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოში ძალადობას ახორციელებენ და ადამიანის უფლებებს არღვევენ. ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორი გზით არ მიდის“, - განაცხადა კალასმა.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, მან შემდეგი აღნიშნა:
"დღეს ჩვენ ამ საკითხს დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ, დიახ, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია".
ცნობისთვის: დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ, რომლის მათვარი თემებია უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი.