Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

23/06/2025 18:16:00 პოლიტიკა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს.

ადგილზე შეკრებილები არიან ლიდერების მხარდაჭერები, პოლიტიკოსები, ადგილზე იმყოფება ასევე, მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

რაც შეეხება ბარი ჯაფარიძეს, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ე.წ. დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S