Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით B-2-ების პილოტების გარეშე - ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა

დონალდ ტრამპი: „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით B-2-ების პილოტების გარეშე - ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა

24/06/2025 09:13:00 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.

„დღევანდელ „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით ჩვენი შესანიშნავი B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ადამიანის გარეშე. გარკვეული და ძალიან ირონიული გზით, გვიან საღამოს ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!!!“- წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S