
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს
24/06/2025 10:26:00 პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, - ასე გამოეხმაურა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
„საქართველოში გავლენიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული აშკარა ნაბიჯია. „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს“, - წერს სტივენ დაუთი X-ზე.