Accentnews.ge
შალვა ცისკარაშვილი: სრულდება ჩემი 28-წლიანი კარიერა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში

შალვა ცისკარაშვილი: სრულდება ჩემი 28-წლიანი კარიერა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში

30/06/2025 12:50:00 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ცისკარიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობას უწყებაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში დანიშნულ კონკურსებში.

შესაბამისად მისი 28-წლიანი კარიერა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში სრულდება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია ქართველი დიპლომატების იმ ერთობლივი განცხადების (2024 წლის 28 ნოემბრის) საპასუხოდ გამოცხადდა, რომლითაც მათ ერთობლივად დააფიქსირეს მხარდაჭერა კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

რეორგანიზაცია როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ასევე საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში ძირითად მიზნად ისახავს მათ მოშორებას ან დაქვეითებას, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას.

ეს პროცესი საქართველოს დიპლომატიური სამსახურის სისტემურ პოლიტიზებამდე მიგვიყვანს.

რამდენიმე კოლეგასთან ერთად გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა ე.წ. კონკურსში მენეჯერული თანამდებობისთვის, რომელიც ამ რეორგანიზაციის ნაწილია.

ამით სრულდება ჩემი 28-წლიანი კარიერა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში.

როგორც 2024 წლის საერთო პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს ევროპული მომავლის მიმართ გამოხატულ პოზიციაში და ვუცხადებ სოლიდარობას ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან”, – წერს შალვა ცისკარიშვილი.

შალვა ცისკარიშვილი საგარეო უწყებაში 1997 წლიდან მუშაობს. ის 6 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.


2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S