
მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
30/06/2025 14:25:00 პოლიტიკა
საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.
"პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია 1 ივლისიდან მოიწვია. პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა" - ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შალვა პაპუაშვილმა გასულ კვირას, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვისას განაცხადა, რიგგარეშე სხდომები 1 და 2 ივლისს გაიმართება. პაპუაშვილის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.