Accentnews.ge
ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

30/06/2025 14:51:00 მსოფლიო

ბაქოში, რუსული, პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მედიას უახლოეს ხანში მიაწვდიან.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისის შენობა სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული.

მედიის ინფორმაციით, მანამდე „სპუტნიკის“ საქმიანობა აზერბაიჯანში ოფიციალურად შეჩერდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, სააგენტო ფუნქციონირებას აგრძელებდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეკატერინბურგში პოლიციის რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქის დაღუპვის საპასუხოდ, აზერბაიჯანმა ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S