Accentnews.ge
ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

30/06/2025 16:33:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება სამინისტროს ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნდა.

„პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას“, - აცხადებს წულაძე.

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2 ოქტომბერს, დაინიშნა. მანამდე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S