 
                        ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ
30/06/2025 21:36:00 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
მანამდე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება.
ამასთან "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.
"ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: "თავისუფლების მოედანი", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი". "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "ფედერალისტები".



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		