Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა"

აშშ–ის ელჩი: "დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა"

02/07/2025 22:05:00 პოლიტიკა

"თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედროებმა ეს ძალიან კარგად იციან. მადლობა მათ, ვინც მზად არიან გადაიხადონ უმაღლესი ფასი.

დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.

როგორც ვიცეპრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით.“

დემოკრატიის თავისუფლებები არ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ მათ დაცვას. ჯონ კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე",  –ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

ამავე თემაზე: დანიგანი დემოკრატიის აყვავებისთვის სამ არსებით ელემენტს ასახელებს: ელჩის სიტყვა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S