Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: „ლელოს“ შეცდომა ქვეყანას მაღალი ფასი დაუჯდება - ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებრობას გამოიწვევს და საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს

ხატია დეკანოიძე: „ლელოს“ შეცდომა ქვეყანას მაღალი ფასი დაუჯდება - ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებრობას გამოიწვევს და საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს

05/07/2025 15:27:00 პოლიტიკა

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სანქცირების პროცესი შეაჩეროს.

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას. საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე. სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა!”,- წერს ხატია დეკანოიძე.  

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S