თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში შესაძლებლობების ახალ ფანჯარას გახსნის.
ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა აზერბაიჯანიდან თურქეთში გამგზავრების შემდეგ განაცხადა, სადაც „ეკონომიკური თანამშრომლობის ორანიზაციის“ სამიტს ესწრებოდა.
„მშვიდობა, რომელსაც დაამყარებენ სომხეთი და აზერბაიჯანი, რეგიონში კლიმატს შეცვლის. ამის წყალობით ჩვენ გავხდებით იმის მოწმე, რომ ერთი მეორეს მიყოლებით გაიხსნება ახალი ინსტორიული შესაძლებლობების ფანჯრები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ე.წ. ზანგეზურის დერფნის პროექტის რეალიზაციაზე.
„მართალია, სომხეთი თავდაპირევლად ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა ერევანი უფრო მოქნილ მიდგომას მისდევს ეკონომიკურ ინტეგრაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ზანგეზურის დერეფანი ახალ შესაძლებელობებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. ამ ხაზს განვიხილავთ, როგორც გეოეკონომიკურ რევოლუციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯნსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს.
„თურქეთს აქვს ღრმა დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე რუსეთთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დაძაბულობას და გამოვდივართ მოწოდებით თავშეკავებისკენ. ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, მომხდარმა სამწუხარო მოვლენებმა არ მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი რუსეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.