Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია"

ზურაბიშვილი: "ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია"

07/07/2025 17:00:00 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია".

მისი შეფასებით, "ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი — ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!".

"ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია.

ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.

ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი — ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება — ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი — ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფდ ვითარდება!", – წერს ზურაბიშვილი სოცციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით, იგი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.

საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ვრცელდება წერილი, რომელიც, რიგი მედიასაშუალებების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის დაწერილია და მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.

წერილის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია.

"კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და პირადი ნივთები გადაეცემათ მხოლოდ ოჯახის წევრებს ან კანონით დადგენილ შემთხვევაში - პოლიციას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას გამორიცხავენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც", – იუწყება "რადიო თავისუფლება".

რიჟვაძის საქმეზე პოლიციამ უკვე დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ედავებიან იარაღის დაუდევრად შენახვას. ამ შემთხვევაში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით.


თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლიდან იყო. იგი თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S